ანონსი 24 იანვარი

24 იანვარს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 იანვარს, 11:40 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე მედიის კითხვებს უპასუხებს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.21 (პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორია)

24 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის მერიასთან გაიმართება საპროტესტო აქცია - „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“.

24 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 იანვარს, 15:00 საათზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ბრიფინგს გამართავს.

24 იანვარს, 18:30 საათზე „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით, მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყება.

მის: ბაქოს ქუჩა 4

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა