რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, თავდასხმას კიევის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მიკოლა კალაშნიკის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული ცეცხლმოკიდებულ კერძო სახლში იპოვეს, მეორე კი - სხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც 10-სართულიანი კორპუსი დაზიანდა.

„დაღუპული აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე გარდაცვლილი, 36 წლის მამაკაცი სხვა დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, - აღნიშნა კალაშნიკმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს