ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა

ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა