ადვოკატი - ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა - რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკოლოზ კაციას ადვოკატის, ნინა ლომინაძის განცხადებით, ბრალდებულს ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, ასევე საკანში გაუთიშეს გათბობა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, მან შეატყობინა სახალხო დამცველის აპარატს აღნიშნულის შესახებ, რაზეც, მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„დღეს ციხეში ვიყავი ნიკასთან შესული და დეტალურად გამოვკითხე. გუშინ, როდესაც პროცესიდან საკანში დაბრუნდა, დამირეკა და შემატყობინა მის თავს რაც ხდებოდა. ციხის ადმინისტრაციამ დაარეკინა, რომ ოქმი შეედგინათ (რაც ძალიან გასაკვირია, რომ თავად ადმინისტრაციამ დაარეკინა). გუშინ ტელეფონში მითხრა, რომ ორჯერ ცივი წყლით იბანავა. ასევე საკანში გაუთიშეს გათბობა. ძირითადად ასეთი შეზღუდვები ჰქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

დილითვე დავრეკე სახალხო დამცველის აპარატში და საქმის კურსში ჩავაყენე, რომ პატიმრის წინააღმდეგ გარკვეულ ქმედებები ხორციელდება და შეესწავლათ. ძალიან მყისიერი რეაგირება მოახდინეს, რადგან შუა დღეს უკვე მოინახულეს. მათი ვიზიტის შემდეგ მე მოვინახულე. ნიკამ განმიმარტა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სრულად მიაწოდა ინფორმაცია და მონიტორინგი დაიწყო მის მიმართ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატი დამატებით დეტალებს ჰყვება, რასთან დაკავშირებითაც ბრალდებულს ციხეში პრობლემები შეექმნა.

„მან ჟურნალისტებს გამოუგზავნა წერილები, სადაც კონკრეტული ტელევიზიები იყო მითითებული. რატომღაც, მხოლოდ ის წერილი გაქრა, რომელიც მედიაზე იყო გათვლილი. ეს იყო, დაახლოებით 10-11 წერილი.

რაც შეეხება კვების ეპიზოდს, ეს უფრო წარსულს ეხებოდა. თავდაპირველად მისი საკნიდან იწყებოდა საკვების დარიგება. შემდეგ, რატომღაც მოხდა ისე, რომ ბოლო იყო და მას არ ხვდებოდა... წყალწყალა საჭმელი მოჰქონდათო, რაზეც ნიკამ იკითხა, რატომ მიჰქონდათ მასთან ასეთი საკვები და მის საკანთან რატომ მთავრდებოდა. პასუხი იყო - „რა ვიცი ასე მატანენ და ასე ხდებაო“.

ნიკამ ძალიან კარგად იცის თავისი უფლებები, რადგან ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რისი უფლება აქვს პატიმარს, აქედან გამომდინარე ის ითხოვს იმას, რაც ეკუთვნის. როგორც ჩანს, ეს არ მოსწონს ციხის ადმინისტრაციას“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს პენიტენციურ დეპარტამენტს მიმართოს.

„მოვითხოვთ მისი კანონით გათვალისწინებული უფლებების და მოვალეობების შესრულებას. სახელმწიფომ შეასრულოს თავისი როლი და როგორც პატიმარი ამყოფოს ღირსეულ პირობებში“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკოლოზ კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე