საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტს უნივერსიტეტის გარეთ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტს უნივერსიტეტის გარეთ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ. მათ შესასვლელთან გაშლილი აქვთ ლეიბები, პლედები და ამგვარად გამოხატავენ პროტესტს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი იმყოფებოდნენ ამავე უნივერსიტეტის პატიმარი სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერ მარშზე, უნივერსიტეტში დაბრუნებულებს კი ადმინისტრაციამ უთხრა, რომ უნივერსიტეტში შესვლას ვერ შეძლებდნენ. სტუდენტების თქმით, ისინი ათი დღეა პროტესტს გამოხატავენ და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულ სტუდენტს, ირაკლი მიმინოშვილს და ამ დროის განმავლობაში შენობაში შესვლის და გამოსვლის პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა, ამ მხრივ ვითარება უკვე შეიცვალა.

სტუდენტების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი შეხვდეს მათგან სამ ადამიანს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, უცხადებს თუ არა სოლიდარობას ამავე უნივერსიტეტის პატიმარ სტუდენტს ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც „რუსული რეჟიმის ტყვეა“.

უნივერსიტეტთან გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, პატიმრობაში მყოფი სტუდენტის ირაკლი მიმინოშვილის მხარდამჭერი ბანერი: „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სოლიდარობას არ უცხადებს საკუთარ დაკავებულ სტუდენტს - ირაკლი მიმინოშვილს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო