ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს - მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოც წერილში.

„მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი. ერთად, ჩვენ შეგვიძლია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის პრინციპების განვითარება, იმავდროულად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობის განვითარების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ ამ მიზნების შესრულების განახლებულ ვალდებულებას მხარს ვუჭერ. თქვენი მოვალეობების შესრულებისას წარმატებებს გისურვებთ“, - წერს ანტონიო გუტერეში.

აღნიშნულ წერილს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში