ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ „ხორტიცას“ მეთაურად მიხაილ დრაპატიი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ მეთაურად მიხაილ დრაპატიი დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქში უკრაინის ჯარების სამეთაურო შტაბის გაძლიერების ბრძანება გასცა, რადგან სწორედ იქ არის ბრძოლების ყველაზე სასტიკი მიმართულებები.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენერალ-მაიორი დრაპატიი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის უფლებამოსილებებს შეინარჩუნებს.

ამასთან, გენერალ-მაიორი ანდრეი გნატოვი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ზელენსკის თქმით, მისი ამოცანაა ოპერატიული შტაბის მომზადების ახალი დონე და შტაბსა და ფრონტს შორის ურთიერთქმედების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიხაილო დრაპატიი 2024 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად დანიშნა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა