მარგუს ცაჰკნა - საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ

საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია

და ერთი-ერთი რამ, რაც ესტონეთმაც შესთავაზა არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხს ატყუებს და მათ უნდა შეცვალონ კურსი“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

კითხვაზე, რა რეალურ ნაბიჯებს უნდა ელოდოს ევროკავშირისგან ქართველი ხალხი, რომელიც 60 დღეა ქუჩაში დგას, მინისტრმა უპასუხა:

„ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, არამედ ჩვენ მოწმე ვართ იმის, თუ რა ხდება რეალურად. იმედი მაქვს, გამოვნახავთ გზას, მეტი გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოსთან დაკავშირებით“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე