ირაკლი კუპრაძე - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოალიციის წევრი დეპუტატები მანდატების შეწყვეტას მოითხოვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქონებრივი დეკლარაციები მაინც შევავსოთ

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა წარმონაქმნმა - ანტიკორუფციულმა ბიურომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაიწყო „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ჩინოვნიკების დეკლარაციების გადამალვა, რითაც რაჟდენ კუპრაშვილი - ეს კომიკური და კარიკატურული ფიგურა, პერსონალურ საქმეებს მალავს, რომლითაც უნდა დადასტურდეს, თუ როგორ მდიდრდებიან „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები სახელმწიფო ბიუჯეტის ყვლეფისა და ძარცვის ხარჯზე“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მაღალი თანამდებობის ქონებრივ დეკლარაციას განზრახ მალავს, რათა „დაიმალოს „ქართული ოცნების“ შავი ფულის მოპოვების პროცესი, ჩინოვნიკების გამდიდრების უპრეცედენტო მაჩვენებლები და მასშტაბები“.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა წარმონაქმნმა - ანტიკორუფციულმა ბიურომ, ბოლო, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში, დაიწყო „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ჩინოვნიკების დეკლარაციების გადამალვა, აღარ ქვეყნდება საჯარო პირების დეკლარაციები, რითაც რაჟდენ კუპრაშვილი - ეს კომიკური და კარიკატურული ფიგურა, რომელიც ემსახურება რუსულ რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის, მალავს მნიშვნელოვან დეკლარაციებს, რომლითაც უნდა დადასტურდეს, თუ როგორ მდიდრდებიან „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები სახელმწიფო ბიუჯეტის ყვლეფისა და ძარცვის ხარჯზე. ფაქტობრივი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ დაიმალოს „ქართული ოცნების“ შავი ფულის მოპოვების პროცესი, ჩინოვნიკების გამდიდრების უპრეცედენტო მაჩვენებლები და მასშტაბები.

უნდა მოხდეს საჯარო პირების დეკლარაციების გასაჯაროება და რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც კომიკური ფიგურა, „რუსული რეჟიმის“ მსახურებაში მყოფი, ვალდებული უნდა გახდეს შესაბამისი დეკლარაციები გამოაქვეყნოს“, - განაცხადა კუპრაძემ.

ამასთან, ირაკლი კუპრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრი დეპუტატები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტას მოითხოვენ, ქონებრივ დეკლარაციებს მაინც შეავსებენ და ამ საკითხზე კოალიციაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყველა არჩეულ დეპუტატს გვაქვს დაწერილი განცხადება სიების ჩახსნის შესახებ, ასევე დაწერილი გვაქვს ინდივიდუალური მიმართვის სახით არალეგიტიმური პარლამენტისთვის, რომ შეწყდეს ჩვენი უფლებამოსილება არალეგიტიმურ პარლამენტში, ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევავსოთ შესაბამისი ქონებრივი დეკლარაციები. ამით ჩვენი კოალიცია პრინციპულად აბარებს ანგარიშს ქართველ ხალხს. ქონებრივ დეკლარაციას ავსებენ და ასაჯაროებენ ის პირები, რომლებსაც არაფერი აქვთ დასამალი. ჩვენ ვავსებთ ქონებრივ დეკლარაციებს, რაც თავის მხრივ ნიშნავს ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების წინაშე.

კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა კომიკურმა პერსონაჟმა რაჟდენ კუპრაშვილმა გაასაჯაროოს ყველა პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც მალავს ბოლო 1 წლის განმავლობაში, მიზეზად კი ანტიკორუფციული სააგენტოსა და ბიუროს ვებ-გვერდზე ტექნიკური ხარვეზი აქვს მოყვანილი. ეს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი არგუმენტია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და მოვითხოვთ, შეწყდეს ჩვენი უფლებამოსილება გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტში და თუ არ ეშინია „ქართულ ოცნებას“ ამ ნაბიჯის გადადგმის, დღის წესრიგში დააყენონ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე