საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია გრძელდება

„პა­ლიტ­რა L“ აგრძელებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ვეფხია კასრაძის მხარდამჭერ საქველმოქმედო კამპანიას, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში „გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და“, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რო­მანი „ჯა­ყოს ხიზ­ნები“ და გადახდილი თანხით სოლიდარობა გამოუცხადონ დაკავებულის ოჯახს. კამპანია 24 იანვარს დაიწყო და წიგნის ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება.

„ჯაყოს ხიზნების“ სააქციო გამოცემა წარმოდგენილია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. თი­თო­­­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­დახ­დი­ლი 5 ლა­რამ­დე თან­ხის 10% გა­და­­რი­ცხე­ბა პა­ტიმ­რის ოჯახს, მე­ტის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში კი - თან­ხა სრუ­ლად ბენეფიციარს მოხ­მარ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ვე­ფხია კას­რა­ძე, ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია. ის 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მონაწილეო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რეჟიმის ტყვედ მი­იჩ­ნევს.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა