გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 4900-მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 4900-ამდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზმომარაგება დღეს, 27 იანვარს, 14:30 საათიდან აღდგება და 20:00 საათამდე დასრულდება.

„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, დღეს 27 იანვარს 10:30 საათიდან, 14:30 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება: გარდაბნის გზ. 6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა, ქინძმარაულის ქ. 6ა-ში, ქინძმარაულის შეს. 30-ის მიმდებარედ შპს ,,ქართული სახლი”-ს, ქინძმარაულის შეს-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 30, 32-ის, ქინძმარაულის შეს. 4გ-ში (5ა-ს მიმდებარედ) შპს ,,კოდი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ოცხელის ქ. 4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34, ნაკადულის ქ. 2ა, 2, 3, 4, I შეს. 6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ქინძმარაულის, მარელისის ქ. 3 (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, მარელისის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზ-ისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას, აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს ,,ოთო”( ფ/პ ნათია ჯანიაშვილი( შპს „თავთავი“ („კამელინი“ ( შპს „ორბელი 91“ (აბ: მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა „დავითიანი“), ნაკადულის ქუჩაზე - ი/მ დავით ხაბაზაშვილი(აბ: სკოლა #82, გარდაბნის გზ-ზე - #78 საჯარო სკოლა (აბ:ქინძმარაულის II შეს-ში – 126 ბაგა-ბაღი (აბ: ი/მ ნ. ტალახაძე (აბ: საჯარო სკოლა # 106 და სხვა. გაზმომარაგება დღეს, 27 იანვარს 14:30 საათიდან აღდგება და 20:00 საათამდე დასრულდება.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა