უკრაინის საგარეო უწყება - ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვცნობთ, ეს იყო ფარსი, ერთი კაცის პოლიტიკური შოუ

უკრაინა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, რადგან მისი შედეგები ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, ასეთ არჩევნებს ძნელად შეიძლება ეწოდოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული, პოლიტიკურმა რეპრესიებმა ხალხს ალტერნატიული არჩევანი წაართვა და თავად პროცესი „ერთი კაცის პოლიტიკურ შოუდ“ გადააქცია.

„არჩევნები, რომელიც ტარდება სრული ადმინისტრაციული კონტროლისა და პოლიტიკური დევნის პირობებში, რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის, სიტყვის თავისუფლების დათრგუნვისა და ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი საშუალებების არარსებობის პირობებში, არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური. ეს არის ფარსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში ისეთი ადამიანის მძევლად ყოფნას, რომელიც მათ ევროპული ქვეყნების ოჯახში ღირსეული განვითარების პერსპექტივას ართმევს და საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებს.

შეგახსენებთ, 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 87.6 %-ით გაიმარჯვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე