დანია არქტიკის რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დახარჯავს

დანიამ განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მის ავტონომიურ ტერიტორიებთან, გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან პარტნიორობით, 14.6 მილიარდ კრონს (2.05 მილიარდი დოლარი) დახარჯავს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება მოიცავს სამ ახალ არქტიკულ ხომალდს, უფრო შორ მანძილზე მოქმედ დრონებს სურათების მიღების მოწინავე შესაძლებლობებით და სატელიტური მეთვალყურეობის შესაძლებლობის გაზრდას.

„თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევებია“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა.

დანიის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება, რომ კუნძულ გრენლანდიის შეძენა სურს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა