უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დირექტორი - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ, რადგან ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროკავშირს მიეკუთვნება

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ, რადგან ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროკავშირს მიეკუთვნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური დირექტორი, ბალაჟ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უნგრეთი საქართველოს გვერდით დგას და ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟზე უარს ამბობს. საქართველო, ისევე როგორც უნგრეთი, ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის. 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიუხედავად, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არჩევნების შედეგების გამო ფაქტობრივად გაყინულია - მკაფიო გზავნილი იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ბრიუსელის მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებაზეა დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრიუსელისა და სოროსის ქსელის თავდასხმები უნდა შეწყდეს, ისევე როგორც მათი ოპოზიციის დაფინანსება. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ, რადგან ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროკავშირს მიეკუთვნება!“, - წერს ბალაჟ ორბანი.

შეგახსენებთ, გუშინ, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ“.

„საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, - დაწერა ორბანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო