პაველ ჰერჩინსკი - შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით - შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, ქუჩაში მიმდინარე სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა

ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით, რომელიც უკვე 17 დღეა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„სისხლის სამართლის ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში. როცა ხედავ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზიით, სასტიკ ცემას, ვგულისხმობ ნიღბიანი ადამიანების მიერ ქალების ცემას, და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა, ამიტომ გაგრძელდება სანქციების შესახებ განხილვა წევრ სახელმწიფოებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ერთსულოვნება, არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ შეუერთდნენ ერთსულოვნებას, მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთგულების გათვალისწინებით, შევეცდებით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ერთსულოვნება, რომელიც საჭიროა სანქციების დასაწესებლად“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ბოლო 60 დღის განმავლობაში აბსოლუტურად მიუღებელია.

„ხელისუფლების მხრიდან არსებობს ხალხთან საუბრის ნულოვანი სურვილი, რაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. საჭიროა ამჟამინდელი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამოძებნა, ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი, მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის ეროზია და ქალბატონი მზიას საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუა ხნის ასაკის ქალბატონისთვის პოლიციელის ცემისთვის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ადამიანების ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, დიასჯებიან და სამართალი აღდგება“, - აღნიშნა ელჩმა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია