დონალდ ტრამპი - წარმოება ჩვენს ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ - უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფებს დავაწესებთ

უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფებს დავაწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„წარმოება ჩვენს ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. იყო დრო, როდესაც დღეში ერთ გემს ვაშენებდით და ახლა ერთ გემსაც ვეღარ ვაშენებთ. არ ვიცით რას ვაკეთებთ. ყველაფერი სხვა ადგილებში გადავიდა. უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპების, ნახევარგამტარებისა და ფარმაცევტული პროდუქტების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფების დაწესებას ვაპირებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ტარიფების მიზანი აღნიშნული პროდუქციის წარმოების აშშ-ში დაბრუნებაა.

„დაგვტოვეს და ტაივანში წავიდნენ, რომელიც, სხვათა შორის, ჩიპების ბიზნესის დაახლოებით 98%-ს მოიცავს. გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ, მაგრამ არ გვინდა მათ მილიარდობით დოლარი მივცეთ, როგორც ამას ბაიდენის აბსურდული პროგრამა აკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა