ესტონეთის ელჩი - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ - თავისუფალი მედიისთვის საქართველოში ბნელი დღეებია

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ, ბნელი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეხვდა „ბათუმელებს”, „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელსაც ციხეში 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის მე-17 დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, - წერს მარდისალუ-კაჰარი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს