კახა კალაძე მზია ამაღლობელზე - ხომ დანაშაულია, როცა პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია თუნდაც სინანული, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად: "შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ"

შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო [მზია ამაღლობელი] და ეთქვა - შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ - პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული.

„მინდა მზია ამაღლობელს ჯანმრთელობა ვუსურვო და ნებისმიერ პატიმარს. ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს, რის გამოა დაკავებული მზია ამაღლობელი? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები ვართ, ხომ? შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება შეცდომა დაუშვას ნებისმიერმა ადამიანმა, ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია როცა პოლიციელს ურტყამ ხელს?! არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია, თუნდაც სინანული. გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად - შეცდომა დავუსვი და მაპატიეთ. მოგისმენიათ ეს? ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება.

როცა ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მახსოვს რომელიმე ჟურნალისტისგან, პოლიტიკოსებიდან ვინმე გამოსულიყო და ეს დაეგმო. თქვენ ხართ ფარისევლები! თქვენ არც ამ ქალბატონის ბედი არ გაღელვებთ და არ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ხართ ფაშისტები და რადიკალები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი მე-18 დღეა შიმშილობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს