მამუკა ხაზარაძე - ბიზნესსტრუქტურების მფლობელების დასანქცირება არ უნდა აისახოს კომპანიებში დასაქმებულებზე - ჩემი რჩევა ბიზნესმენებს: ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს

კონკრეტული ბიზნესსტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში - ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს: ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

ის ბიზნესმენების მიმართულებით ამბობს, რომ მათი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს მათი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს.

„მათთვის, ვინც ჩემს გუშინდელ ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა - ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნესსტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ).

საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხი მუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს.

სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ის შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი.

აქვე, ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს - ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში.

როცა მე და ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ და მისმა ყურმოჭრილმა პროკურატურამ შეტევა დაიწყო, საქმის აღძვრამდე მე და ბადრიმ დავტოვეთ ყველა ბიზნესსტრუქტურა და თანამდებობა, დავტოვეთ კომპანიები და ამით გადავარჩინეთ ათასობით თანაგუნდელის სამუშაო ადგილი, ჩვენი ბიზმესპარტნიორები ბევრ პრობლემას და პროექტების დახურვას.

თქვენი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს თქვენი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს.

გაემიჯნეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გადაარჩინეთ ათასობით თქვენი თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას.

რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას თავისი ფასი აქვს და მძიმე შედეგები მოჰყვება!“ - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აშშ-ში ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა, დასანქცირდნენ.

„ჩვენ არ ვიყავით ჩასულები შეერთებულ შტატებში [იმის სათქმელად], რომ ვიღაც დაასანქცირეთ. ამას არც ვიკადრებ, პირდაპირ გეუბნებით. პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდით იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნესსტრუქტურებს, რომ გადარჩნენ, ბიზნესი გადარჩეს“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს დაასანქცირებენ, კომპანიები არ უნდა ჩამოიშალოს.

„ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, შეიძლება არაპოპულარულია ახლა ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ… მაგრამ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ [მე არავის დასანქცირება არ მინდა], ეს ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ძალიან სათუთი თემაა“, – თქვა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები