ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ესწრებოდა.

„სამუშაო ფორმატში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მაჩვენებლები, არსებული პროგნოზები და ისაუბრეს იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მათ შორის ისაუბრეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის განვითარებაზე და იმ პროექტებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ამ კუთხით აქტიურად მუშაობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ