უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 37 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 39 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის, სუმის, ოდესისა და პოლტავის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ სუმში, რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე