საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, დაკავებული ნიკუშა კაციას ძმამ, ლაშა კაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პატიმრების ოჯახის წევრები ყველა დეტალზე ისაუბრებენ.

„ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ადამიანებს უფრო უკეთ ავუხსნათ და დავანახოთ დღევანდელი რეალობა, რის გამო ატყვევებენ ახალგაზრდებს. მხოლოდ ის, რომ ეს ადამიანები იცავენ ევროპულ მომავალს, სურთ ევროპაში გაწევრიანება, დღეს ამ ყველაფერს ჩვენი დიქტატორი ხელისუფლება უშლის ხელს. ვეცდებით, აღვუწეროთ რა დარღვევებს ვაწყდებით, როგორც სამართლებრივად, ისე სასამართლოში, გამოძიების მხრივ. აბსოლუტურად ყველა დეტალზე გვექნება საუბარი“, - განაცხადა ლაშა კაციამ.

დაკავებული ირაკლი ქერაშვილის დის, ქეთუშა ქერაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მიაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ „რა პირობებში გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის“.

„მთავარია, რომ მივაწვდინოთ ჩვენი, რეჟიმის ტყვეების ხმა ევროკავშირის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ჩვენ და ყველა დაკავებული დემოკრატიისკენ მივილტვით. გვინდა ევროპული მომავალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, რა პირობებში გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებით“, - ქეთუნა ქერაშვილმა.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე