გიორგი გახარია - როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა, სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა - ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში ხელისუფლების, ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან

დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, დღეს ის გარდაიცვალა…

ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ან მხოლოდ ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების ტრაგედია - ეს ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ხელისუფლების, რომელმაც მისი სასოწარკვეთილი მოქალაქის ხმა ვერ გაიგონა…

როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა, სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს“, - წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, გუშინ, კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე