ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე - მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს - ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება

უკრაინის მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინამორბედი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის მოკავშირეებისთვის ყველაზე „იაფი“ ვარიანტია და ეს ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გეოპოლიტიკურად გააძლიერებს.

”ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს, ყველაზე იაფი ყველასთვის. ეს იქნება სიგნალი, რომ ის, თუ ვინ უნდა იყოს ნატო-ში და ვინ არა არა რუსეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის 800 000-კაციანი არმია ალიანსისთვის ბონუსი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეეცდება საზღვარგარეთ დისლოცირებული ამერიკელი ჯარების სახლში დაბრუნებას.

უსაფრთხოების გარანტიის სხვა წინადადებები უნდა იყოს გამყარებული აშშ-დან და ევროპიდან საკმარისი შეიარაღებით და კიევის მხარდაჭერით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო