გიგი უგულავა - კანონის ფარგლებში მოქმედებს ხალხი, უკანონოდ მოქმედებენ ესენი - ჰგონიათ ნიღაბი დაიცავს, ნიღაბი დაღუპავს, ცხოვრება გრძელია და თითოეულს მოეკითხება

კონსტიტუცია არის ყველა კანონზე მაღლა და კონსტიტუციაში ამ ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი. ამათი [სამართალდამცავების] მოვალეობა დარბევა კი არაა, ამ პროტესტის უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„კანონის ფარგლებში მოქმედებს ხალხი - უკანონოდ მოქმედებენ ესენი [სამართალდამცავები]. კონსტიტუცია არის ყველა კანონზე მაღლა და კონსტიტუციაში ამ ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი. ამაში მოვალეობა დარბევა კი არა ამ პროტესტის უზრუნველყოფაა. ასე რომ, კანონს არღვევენ ესენი. ჰგონიათ ერთხელ და ორჯერ ეს ნიღაბი დაიცავთ. საბოლოო ჯამში, ეგ ნიღაბი დაღუპავს მაგათ სათითაოდ. ტყუილად ჰგონიათ, რომ პასუხისმგებლობას გაექცევიან. ცხოვრება გრძელია და თითოეულს მოეკითხება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა