პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირებით და შეძახილებით აცილებენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებამდე, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მოქალაქეები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც უკვე 24-ე დღეა შიმშილობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანია, რომელიც თავისი სახელმწიფოებრივი აზრის გამო ისჯება.

ისინი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს შუამდგომლობით დაუყოვნებლივ მიმართოს და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უფრო მსუბუქი სანქციით შეცვალოს.

ადგილზე მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით-„თავისუფლება მზიას“ „იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის“.

ასევე პარლამენტში მოქალაქეები საყვირებით აცილებენ დეპუტატებს, რომლებიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიდიან.

ასევე, მოქალაქეები მზია ამაღლობელის მხარდაჭერის პარალელურად, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აანონსებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, მათ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოხსენებით მიმართავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს