სწავლა საზღვარგარეთ, მეტი საერთაშორისო პრაქტიკა და ორმაგი დიპლომი - BTU-ს შეთავაზება სტუდენტებს

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი - ეს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალია, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს 1 სასწავლო წლის გატარებით BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე საერთაშორისო დიპლომის მოპოვება შეუძლიათ.

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა უნიკალური შეთავაზებაა სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რაც მათ კარიერულ ზრდასა და პიროვნულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, ვინც უნივერსიტეტების მიერ დაწესებულ პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობებს დააკმაყოფილებს.

უნივერსიტეტების არჩევანი იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელ სასწავლო პროგრამაზე სწავლობს სტუდენტი.

  • ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მე-5, მე-6 და მე-7 სასწავლო სემესტრის პარტნიორ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაატარონ;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეოთხე აკადემიური წელი პარტნიორ, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლონ;
  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს კი შეუძლიათ დამატებით ერთი აკადემიური წლის ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის: ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ან პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტში ისწავლონ და მოიპოვონ მეორე დიპლომი.

გარდა აღნიშნულისა სტუდენტებს შეუძლიათ სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების, ზამთრისა თუ საზაფხულო სკოლების ფარგლებში შემდეგი ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებს ეწვიონ: გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, პორტუგალია, იტალია, ჩეხეთი, თურქეთი, ესტონეთი, ავსტრია, ლიეტუვა, ესტონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ბულგარეთი.

ზოგადად, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრონ, გაიცნონ ახალი კულტურები და შეიძინონ საერთაშორისო კავშირები. ეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ პიროვნულ განვითარებასაც.

საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უნდა შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა და წაემატებით გაიაროს გასაუბრება სპეციალურ შესარჩევ კომისიასთან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

(R)

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სწავლა საზღვარგარეთ, მეტი საერთაშორისო პრაქტიკა და ორმაგი დიპლომი - BTU-ს შეთავაზება სტუდენტებს

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი - ეს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალია, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს 1 სასწავლო წლის გატარებით BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე საერთაშორისო დიპლომის მოპოვება შეუძლიათ.

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა უნიკალური შეთავაზებაა სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რაც მათ კარიერულ ზრდასა და პიროვნულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, ვინც უნივერსიტეტების მიერ დაწესებულ პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობებს დააკმაყოფილებს.

უნივერსიტეტების არჩევანი იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელ სასწავლო პროგრამაზე სწავლობს სტუდენტი.

  • ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მე-5, მე-6 და მე-7 სასწავლო სემესტრის პარტნიორ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაატარონ;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეოთხე აკადემიური წელი პარტნიორ, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლონ;
  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს კი შეუძლიათ დამატებით ერთი აკადემიური წლის ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის: ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ან პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტში ისწავლონ და მოიპოვონ მეორე დიპლომი.

გარდა აღნიშნულისა სტუდენტებს შეუძლიათ სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების, ზამთრისა თუ საზაფხულო სკოლების ფარგლებში შემდეგი ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებს ეწვიონ: გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, პორტუგალია, იტალია, ჩეხეთი, თურქეთი, ესტონეთი, ავსტრია, ლიეტუვა, ესტონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ბულგარეთი.

ზოგადად, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრონ, გაიცნონ ახალი კულტურები და შეიძინონ საერთაშორისო კავშირები. ეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ პიროვნულ განვითარებასაც.

საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უნდა შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა და წაემატებით გაიაროს გასაუბრება სპეციალურ შესარჩევ კომისიასთან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია