ვიქტორ ორბანი - ბრიუსელელი ბიუროკრატები ტრამპის ტორნადოს თავს ვერ დააღწევენ - ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის

ბრიუსელში ყველას შეუძლია დაინახოს ტრამპის ტორნადოს მოახლოება, მაგრამ უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ შეუძლია მისგან თავის დაღწევა - ისინი ამას ვერ იზამენ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს.

„14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე ზომით უკვე თავდაყირა დააყენა მსოფლიო. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულდა გლობალისტური სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც ბოლო წლების მანძილზე ბრიუსელელი ბიუროკრატები თავს გვახვევდნენ, დასრულდა“, - წერს ორბანი.

მისი თქმით, ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და „ბრიუსელელ ბიუროკრატებს“ რთული პერიოდი ექნებათ.

„ჩვენ ასევე შეგვიძლია დავემშვიდობოთ მსოფლიო ვაჭრობის წესებს. პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს ამერიკის ინტერესებს, თუნდაც ევროპის წინააღმდეგ. ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და ბრიუსელელ ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ. გვჭირდება შეთანხმება, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და მართლაც კარგი გარიგება შეუძლიათ მათ, ვინც არა მხოლოდ იცნობს, არამედ პატივს სცემს ერთმანეთს“, - წერს ორბანი.

მისი თქმით, უნგრეთის მთავრობამ იცოდა, რომ ტრამპი დაბრუნდებოდა და ამიტომ მზად იყო ამისთვის.

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაბრუნდებოდა, ამიტომ მზად ვიყავით. მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კარგ გარიგებას მივაღწევთ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. რაც შეეხებათ ბრიუსელელ ბიუროკრატებს, რაც დასთესეთ, იმას მოიმკით“, - წერს ორბანი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო