მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე - არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ოჯახებს დაუბრუნდნენ - არავინ გაბედოს და სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!

ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება - არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება! - ასე ეხმაურება საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი მის მიერ 613 მსჯავრდადებულის შეწყალების ფაქტს.

როგორც ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა „მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე“.

„მინდა შევეხო ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ განხორციელებული შეწყალების აქტს. ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!

ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, 19 იანვარს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. თავდაპირველ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნებოდა "ჰუმანიზმის პრინციპს".

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს