მამუკა მდინარაძე - ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, აქციის მონაწილეებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ - ეს არის დანაშაული

ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, პროტესტანტებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ - ეს დღეს არის დანაშაული, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული პირების მიზანია, რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ.

„როგორც ვიცი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ პროტესტანტებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ. ისინი ეუბნებიან, რომ მოდით, ეს მოვასწროთ მანამ, სანამ ეს დანაშაული არ არის. გამორიცხულია, არ იცოდნენ, რომ ეს დანაშაულია. იმიტომ, რომ ის [აღმაშენებლის ხეივანი] ცენტრალურ მაგისტრალში გადის და ეს ცენტრალური მაგისტრალი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშია შესული. აქედან გამომდინარე, ეს დღეს არის დანაშაული. რადგან ეს იციან, მიზანი არის ის, რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ, გადააკეტინონ (მათ ეუბნებიან, რომ ეს დანაშაული არ არის), მერე ეს ადამიანები პოლიციას დააჭერინონ და თქვან, რომ ისინი არიან რეჟიმის პატიმრები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 8 თებერვალს, 15:00 საათზე აქცია სახელწოდებით - „გადაკეტე აღმაშენებლის ხეივანია“ დაანონსებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები