დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპმა უკრაინას, ფაქტობრივად, სამხედრო დახმარების შეძენა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაინტერესება უკრაინის იშვიათი ლითონებით არის შეთავაზება კიევისთვის, ამ გზით სამხედრო დახმარება შეიძინოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის შეთავაზება უკრაინისთვის, რომ დახმარება იყიდოს, ანუ არ გააგრძელოს მისი მიწოდება უსასყიდლოდ, ან სხვა საფუძველზე, არამედ მიაწოდოს კომერციულ საფუძველზე“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, მისი თქმით, სჯობს, ვაშინგტონმა საერთოდ არ გაუწიოს დახმარება უკრაინას და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს დახმარების სანაცვლოდ იშვიათი ლითონები უნდა მიაწოდოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო