„ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე - საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება - შიმშილობას განაგრძობს

კლინიკა “ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს, კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები, შესაბამისად, საჭირო გახდა მკურნალობის გაგრძელება კლინიკის პირობებში.

„კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შევთავაზეთ სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე.

მდგომარეობა - რა თქმა უნდა, იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს”, - აცხადებს ჩხაიძე „ტვ პირველთან“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა