„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ნაწილს ჯარიმა დაეკისრა, ერთ პირს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ერთის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ნაწილს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა, ერთ პირს ყველა ბრალდება მოუხსნეს, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა:

ბადრი გრიგალაშვილი - 2400 ლარი;

მამუკა დიასამიძე - 2000 ლარი;

ლუკა თეთრაძე - 2500 ლარი;

სერგი გიგანი - 2500 ლარი;

ლუკა სარიშვილი - 2400;

დავით ბერიტაშვილი -2200 ლარი;

ირაკლი გეშაგურძე -2300 ლარი;

სანდრო ჩაფიძე - 2300 ლარი;

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ მამია კომახიას, მისი სასამართლო პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო, თავად კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

კონსტანტინე კობერიძის მიმართ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

დავით კაკაშვილს მოსამართლე დავით ცაცუამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

რაც შეეხება საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სხდომა გადაიდო და საქმეზე პროცესი 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა