ადვოკატი - ირაკლი ტაბატაძეს არ ჩაუდენია არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის დანაშაული - დაკავების მომენტში გდდ-ს თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახის არეში ხილული დაზიანებები აღენიშნება

ის დააკავეს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თუმცა დაკავების ოქმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს - მას არ ჩაუდენია არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქის, ირაკლი ტაბატაძის ადვოკატმა მარიამ გოგორელიანმა ზაჰესის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ტაბატაძეს დაკავების მომენტში გდდ-ს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახის არეში ხილული დაზიანებები აღენიშნება.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ტაბატაძესთან უკვე იყვნენ შესულები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტები.

„ირაკლი ტაბატაძე დააკავეს 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თუმცა დაკავების ოქმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს, დაგვიანებით. ის იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციული წესით, თუმცა აღმოჩნდა, რომ დაკავებული ადამიანი, რომელსაც დაკავების ვადა სამ საათში ეწურებოდა გაათავისუფლეს, მოხსნეს ხელბორკილი, თუმცა მეორე პოლიციელმა ისევ ხელბორკილი დაადო. ამ ეტაპზე მისთვის სისხლის სამართლის ბრალის გაცნობა მოხდება. ირაკლი ტაბატაძეს არ ჩაუდენია არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის დანაშაული. ბევრი პრობლემაა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც სასამართლოში ვიდავებთ",- განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულით, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს