ე.წ. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის, ან მის მიერ მართული მთავრობის აღიარებას უკრძალავს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარებისკენ მოუწოდებს

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის, ან მის მიერ მართული ნებისმიერი მთავრობის აღიარებას უკრძალავს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტში“ წერია, რომლის ტექსტიც 5 თებერვალს გამოქვეყნდა.

„შეერთებული შტატების პოლიტიკაა - არ აღიაროს ან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი უძღვება, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო;

აქტიურად ეწინააღმდეგებოდეს სხვა მთავრობების მიერ აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი უძღვება, მათ შორის „აღმასრულებელი ბრძანება No. 14024”-ში აღწერილი აუცილებელი ძირითადი და მეორადი სანქციების გამოყენებით;

გამოიყენოს ძალაუფლების სრული სპექტრი, მათ შორის “მაგნიცკის გლობალურ აქტსა“ და „აღმასრულებელი ბრძანება No. 14024”-ში გათვალისწინებულის, რათა შეაკავოს საქართველოს მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმის ან რუსეთის ფედერაციის ინტერესებში კორუფციული აქტივობა ან საგარეო გავლენის ოპერაციები“, - წერია აქტში.

კანონპროექტის თანახმად, ფედერალურ ოფიციალურ პირებსა და დასაქმებულებს ეკრძალებათ რაიმე ქმედებების განხორციელება, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილს ან მის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერ მთავრობას აღიარებს ან ამაზე რაიმე ფორმით მიანიშნებს. იმავე მიზეზებისთვის იკრძალება ფედერალური დაფინანსების გამოყოფა.

„საქართველოს პრეზიდენტის აღიარება. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის თაღლითურ არჩევნებამდე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] უნდა აღიაროს საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად”, - ნათქვამია აქტში.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში, რისი დემონსტრაციაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება, აშშ-ის პრეზიდენტს ამ აქტის გაუქმებულად გამოცხადება შეუძლია.

ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია (რესპუბლიკური პარტია) და კანონმდებლობას კიდევ 5 თანაავტორი (თანასპონსორი) ჰყავს: სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია), ლოიდ დოგეტი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ლოულერი (რესპუბლიკური პარტია) და ემანუელ კლივერი (დემოკრატიული პარტია).

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - კენჭისყრაზე გამოტანამდე კანონპროექტი იურიდიულ და საგარეო საქმეთა კომიტეტებში უნდა განიხილონ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის