ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე - ახალ პაკეტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია

უკრაინას ჯერ არ განუხილავს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სამხედრო მხარდაჭერა არ შემცირებულა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ამერიკული მხარდაჭერის შემცირება არ გვაქვს. არ შეჩერებულა, გრძელდება, რისთვისაც მადლობელი ვარ შეერთებული შტატების. რა თქმა უნდა, ახალ პაკეტებზე არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდების შემცირება ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს დააზარალებს.

„უფრო სუსტები ვიქნებით და შევინარჩუნებთ თუ არა (მიწას) - დარწმუნებული არ ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

Reuters-ის ცნობით, ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინაში მიწოდება ცოტა ხნის წინ შეჩერდა და შემდეგ განახლდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევის მიმართ პოლიტიკის განხილვის ფონზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო