პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ორ თვეზე მეტია იკრიბებიან, აქცია განახლდა.

მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს.

მოქალაქეებს პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები: მონებო, მონებო!” მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 71-ე დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს