რადოსლავ სიკორსკი - მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს

მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. მას შეუძლია ეს ხუთ წუთში გააკეთოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე პუტინის მზადყოფნაზე.

„მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. თუ ამას არ გააკეთებს, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება. მას არაფერი ესაქმება გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე", - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, აწუხებს რუსული რეჟიმის ბუნება და პუტინის კონტროლი რუსეთზე.

"ამ პირობებში, პუტინმა, შეიძლება, ცუდი ომი ამჯობინოს კარგ მშვიდობას. რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომი გაგრძელდება, ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ბუნება, რომელიც ომებს იწყებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს