მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელზე - წევს, მეტყველება არ უჭირს, გადასხმა უდგას, რათა სიცოცხლე შენარჩუნდეს - ითხოვს, რომ დააბრუნონ საპატიმროში, მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს

ვიდრე მე იქ ვიყავი, იწვა - მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ - ცხადია, ბოლო ნახვიდან უფრო სუსტად არის, - ამის შესახებ ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამაღლობელი კვლავ ითხოვს მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას.

„რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ეს ადამიანი წევს, გადასხმები უდგას, რათა მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს. მისი პოზიციაა და სამწუხაროდ, ეს დღეები მუდმივად ითხოვს, რომ დააბრუნონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, ეს შესაძლებელი რამდენად იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ ამ კლინიკაში ჩატარებული კვლევები და აუცილებელი გადასხმები რაღაც პერიოდი გააძლებინებს მის ორგანიზმს, რათა პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა.

ვიდრე მე იქ ვიყავი, იწვა. მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ. ცხადია, ბოლო ნახვიდან უფრო სუსტად არის, ამას თქმა რად უნდა. ეს გადასხმები ემსახურება სწორედ იმას, რომ შენარჩუნდეს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს რაღაც მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება და ის, რომ პროცესზე თავად იყოს წარმოდგენილი“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა