პეტერ ფიშერი - თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, რისკის ქვეშ დააყენებს მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს

საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან, თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, ელჩი ხაზს უსვამს, რომ შეფასებას საქართველოს მეგობრობის გამო აკეთებს და აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობაზე 39 წელია მუშაობს და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს და არა გამოგონილი “დიფ სთეითისგან”.

“საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვიძლევი, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია…

ცხადად რომ ვთქვა: გერმანიის მთავრობაზე 39 წელია ვმუშაობ და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ - არა რაიმე გამოგონილი “დიფ სთეითისგან”, - წერს ფიშერი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა