სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები - "სლოვაკეთი ევროპაა" მიმდინარეობს - მომიტინგეები რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ

პროტესტი სახელწოდებით "სლოვაკეთი ევროპაა" 50-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
პროტესტების ორგანიზატორები დემოკრატიული ღირებულებებისადმი საფრთხეზე მიანიშნებენ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ. სლოვაკეთის გარდა პროტესტები ასევე მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქალაქში გრძელდება.
მედიის თანახმად, პროტესტები დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდმა საფრთხეებმა და მოსკოვის გავლენამ გამოიწვია.

























