ევროპის ჩემპიონატის საგზურებისთვის, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრეს ჰოლში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქალთა და ვაჟთა შორის ქვეყნის ჩემპიონატი ტარდება.

ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობენ ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის და ევროპის ჩემპიონატის სამი საგზურისთვის იბრძვიან.

„ორივე ჩემპიონატი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება და თითოეული შეჯიბრის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს.

ქალთა ასპარეზობას განსაკუთრებულ ელფერს მატებს მსოფლიოს წამყვანი ქართველი მოჭადრაკეების ასპარეზობა: ნანა ძაგნიძე – 2017 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული; მსოფლიო ტოპ- შვიდეულის წევრი წლების განმავლობაში.

მერი არაბიძე – მსოფლიოს 2015 და 2023 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული. ევროპის 2023 წლის ჩემპიონი.

ბელა ხოტენაშვილი – მსოფლიოს 2015 და 2023 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული.

ასევე ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულების და პრიზიორების მონაწილეობა, რომელთა შორის არიან: ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და მარიამ კალანდაძე.

ვაჟთა ჩემპიონატის მონაწილეთა შორის არიან, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები:მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი.

ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა წლებში: მიხეილ მჭედლიშვილი,მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, ნიკოლოზ კაჭარავა და ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

5 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ჩემპიონატს 5 გამარჯვებით ნანა ძაგნიძე ლიდერობს. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება მერია არაბიძე, ხოლო მესამე ადგილზე 3,5 ქულით ბელა ხოტენაშვილი იმყოფება.

ვაჟთა ჩემპიონატს 5 ტურის შემდეგ ასევე ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ლევან ფანცულაია, ერთი ქულით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ გიგა ყუფარაძეს.

საქართველოს ჩემპიონატის პარტიების პირდაპირი ჩვენება მიმდინარეობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო სერვერებზე და საჭადრაკო სამყარო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსურველებს დეტალების ნახვა შეუძლიათ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე: geochess.ge

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე