სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებაზე - მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ

მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ბალტიის ქვეყნების - ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთის კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებას.

სალომე ზურაბიშვილი ულოცავს ბალტიის ქვეყნებს „ღირსშესანიშნავ მომენტს“.

“ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ღირსშესანიშნავ მომენტს. თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და მთლიანად ინტეგრირდით ევროპულ ქსელში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ", - წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გათიშეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა