ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაფრინდაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დღევანდელ სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან მისი განმარტებით, ის სანქცირებულია. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე ენუქიძეს „ქართული ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებების 100%-იანი სტატისტიკა აქვს.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ კადრებში ის 27 დეკემბერს, 20:37 საათზე ჩანს. თუმცა, სამართალდარღვევის ოქმში 20:17 საათია მითითებული. გაფრინდაშვილის თქმით, ის ამ დროს გოთუას ქუჩაზე, „მაკდონალდსში“ იმყოფებოდა და აღნიშნულის დასადასტურებლად საბანკო ამონაწერი წარადგინა, სადაც გადახდის თარიღი ფიქსირდება.

ამასთან, გაფრინდაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, რადგან "საქმე პრინციპს ეხება".

ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს