თინა ბოკუჩავა - შევთანხმდით იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება

შევთანხმდით, იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ე.წ. ბიზნესებზე - მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

„სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ძალისხმევა სასანქციო პოლიტიკის გაზრდაზე იყო ფოკუსირებული. ახლა შევთანხმდით, იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ე.წ. ბიზნესებზე - სინამდვილეში კი კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე, რომლითაც სულდგმულობს „რუსული რეჟიმი“.

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ჩართულობა ამ მიმართულებით, როგორც მთავარი მაკოორდინირებელი სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების იქნება მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სია, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გარდა იქნებიან, ე.წ. ხელშემწყობები, რომელშიც მოიაზრება მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და მოძალადეები, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობენ და ცრუ მოწმეები, ე.წ ფსევდო მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა