გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს, ასევე სოფელ დიღომს შეეხება.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, კევლიანი, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:10 საათამდე და 14:50-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:15-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის, ჩალიპირების და მიმდებარე ტერიტორიაზე; 15:30-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, სიმონიანთხევი, გორანა, თოლენჯი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო