დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

ტრამპმა განმარტა, რომ ტარიფი ეხება ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ განიხილავს გამონაკლისს ავსტრალიისთვის, რადგან მას სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აქვს.

„დიდი საქმეა. ეს არის ამერიკის ხელახლა გამდიდრების დასაწყისი. ჩვენი ერი მოითხოვს, რომ ფოლადი და ალუმინი დამზადდეს ამერიკაში და არა უცხო ქვეყნებში. საბოლოოდ, ეს უფრო იაფი იქნება”, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, სხვა დაგეგმილი ტარიფები შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებზე, ფარმაცევტულ ნაწარმსა და ჩიპებზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ