ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

სხდომას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

ამასთან, ადვოკატის თქმით, პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. კერძოდ კი, მის მიმართ დამამცირებელ ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალდების მხარეს საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ აქვს წარდგენილი, მათ შორის, ვიდეომტკიცებულება.

საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე კი აცხადებს, რომ აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე „მდმა“ ამოიღეს.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებაში 3 პოლიციელი მონაწილეობდა, აბრამოვი გაქცევას შეეცადა, მისი დაკავება წინააღმდეგობის გაწევის პირობებში განხორციელდა, რის გამოც, ვიდეოგადაღება ვერ განხორციელდა.

ამასთან, ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, თედო აბრამოვი ჩხრეკის ოქმს გაეცნო და ის ხელმოწერით დაადასტურა.

ცნობისთვის, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა