ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯეი დი ვენსს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ლაიენი მადლობას უხდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს „საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის“.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, ვიცე-პრეზიდენტო ვენს.

მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე. უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან დაწყებული ტექნოლოგიის დიდ პერსპექტივებამდე და არასაბაზრო ჭარბი სიმძლავრეების დიდ გამოწვევამდე.

მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება. აშშ-დან მას ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრებიან. კონფერენციას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს