რუსებმა უკრაინას 7 ბალისტიკური რაკეტით და 123 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 6 რაკეტა და 71 დრონი გაანადგურეს

რუსები უკრაინას, 11 თებერვლის საღამოდან, „ისკანდერ-მ“ ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 123 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა 6 რაკეტა და 71 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 40 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

„ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის ოლქებში „ისკანდერ-მ“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტის და „შაჰედის“ და სხვა ტიპის 71 დრონის ჩამოგდება დაფიქსირდა. მტრის 40 დრონი ლოკაციურად დაიკარგა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ბალისტიკით შეუტიეს კიევსა და კრივი-რიჰს: ექვსი „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტა რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან გაუშვეს, ერთი - დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

უპილოტო საფრენი აპარატები კი რუსეთის მილეროვოს, ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო